იანვარში, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტი 68.1%-ით 312.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 65.1%-ია.
ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ კი, 480.4 მლნ დოლარიშეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდულმა მატებამ განაპირობა. 2026 წლის პირველ თვეში საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56 მილიონ 180 ათასი დოლარი შეადგინა. ეს კი ადგილობრივი ექსპორტის 18%-ია.
ზრდა ფიქსირდება ასევე ძვირფასი მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტში; კლებაა ღვინის და მინერალური წყლების გაყიდვებში.
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 74.5% შეადგინა. ამ მხრივ, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი დაწინაურდა და მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 20.5%-იანი წილით და 64.1 მლნ დოლარის ექსპორტით პირველი ადგილი დაიკავა. ზრდა 294.7%-ია.
ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, რეკორდულად გაზრდილია სინგაპურში.
ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით, TOP-10 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 7 291.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით…
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. ესკო-ს ოპერატიული მონაცემებით, ივნისში ექსპორტზე 350.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა. მიწოდება ძირითადად თურქეთისთვის მოხდა – 295.4…